„გაერომ“ მაღიარა ექსპერტად და ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოში დაფინანსებული უამრავი პროექტის ფარგლებში, როგორც ექსპერტი, ისე ვმონაწილეობდი. გვქონდა უამრავი წარმატებული პროექტი ოზურგეთი მერიის პტოტექტორატით, ბოლო ბოლო ჩემს სამსახურში ერთადერთი აგრონომი ვიყავი და თურმე ოზურგეთის დონეს ვერ ვაკმაყოფილებ. მადლობა ღმერთს დავისვენე ასეთებისაგან, ათეულობით მიწვევა მაქვს როგორც კერძო სექტორში, ასევე სხვადასხვა საჯარო სამსახურებიდან, დრო როგორ გადავანაწილო არ ვიცი. დაჯდა ეს „ტროიკა“ და როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში, ისე გამოიტანა განაჩენი, ვგულისხმობ მერის სამთავე მოადგილეს. არ მინდა ვინმემ იფიქროს გაბრაზებული ვარ, არა-უბრალოდ გული მტკივა, რომ ოზურგეთი ასეთი არაკომპეტენტური ხალხის ხელში ჩავარდა“
გვითხრა ცნობილმა ოზურგეთელმა აგრონომმა, სოფლის მეურნეობის განყოფილების აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, კაკო ღლონტმა, „გურიის მოამბეს“ ჟურნალისტებს, მას შემდეგ რაც ჩვენ მისი პოზიციით დავინტერესდით, ოზურგეთის მერიიდან მისი სამსახურიდან დათხოვის გამო.
კაკო ღლონტთან ერთად მერიამ საჯარო სამსახურებიდან კიდევ 34 საჯარო მოხელე გაუშვა.
„განსაკუთრებით ერთი პროექტის ბედის გამო ვწუხვარ, რომელიც წინა მერთან ერთად დავიწყეთ, ხუთ სკოლასთან ერთად, ესენია ლიხაური, სოფელ ოზურგეთი, შემოქმედი, დვაბზუ და ბახვი – ავიღეთ სადემონსტრაციო ნაკვეთები და სკოლის მოსწავლეებს ბოსტნეულის მოყვანას ვასწავლიდით და ასევე სხვა, სოფლის მაცხოვრებლისათვის აუცილებელ ქმედებებს, მაგალითად „დამყნასა“ და ასე შემდეგ. რა ბედი ეწევა ამ – ჩემი აზრით მნიშვნელოვან წამოწყებას, არ ვიცი.“ – გვიყვება ღლონტი.
„ყველაზე მეტად იცით რამ გამაკვირვა? ორი დღე ვიყავი მისაღებში, რომ მერს მივეღე და გეგმებზე რომ გვესაუბრა და მან დრო ვერ გამონახა! ხუთი წუთიც კი, რომ გამსაუბრებოდა. ეგონა სამსახურში დარჩენას ვთხოვდი ალბათ, ეს რომ მცოდნოდა საერთოდ არ მივიდოდი, ისიც კი არ ვიცოდი თუ მიშვებდნენ, მეზობელმა მითხრა სიაში გნახეო“ იხსენებს ჩვენთან საუბრისას კაკო ღლონტი.
როგორც მასთან ინტერვიუში გავარკვიეთ, მისი განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა და სამთავე მისი თანამშრომელი სხვადასხვა განყოფილებებში გადაიყვანეს, თვითონ, ანუ უფროსი კი დაითხოვეს.
სამსახურს-ქონების მართვა- კვლავ ალეკო მამეშვილი უხელმძღვანელებს, ამ სამსახურში კი, ახალი, ერთი განყოფილება შეიქმნა-ინვესტიციების მოზიდვის- რომლის ხელმძღვანელადაც ხათუნა გორგოშიძის დანიშვნა გადაწყდა.
„რა ვერ გადახარშა ახალმა ხელისუფლებამ-რადა ადგილობრივი არჩევნების დროს დამოუკიდებელი კანდიდატის-კოტე შარაშენიძის მხრიდან გურიანთის უბანზე მეთვალყურე ვიყავი-აი ეს არის ჩემი, ჯერჯერობით ერთადერთი, დანაშაული თურმე“ აცხადებს ბატონი აკაკი.