უკრაინა, ისევე როგორც მთელ მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია. გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნავთობის ნამდვილი ემბარგო + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. ერთად დავასრულოთ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.