ბოლო ზარის დროს მომხდარი ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ცნობილია, რომ ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.

ავარიის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share