“არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის ისე, როგორც 24 თებერვალს” – რუსი დიპლომატი

გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის თანამშრომელმა ბორის ბონდარევმა, საჯაროდ დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თანამდებობიდან გადადგა.

გთავაზობთ ბორის ბონდარევის საჯარო წერილს:
“30 წლის განმავლობაში მიწევდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მონაცვლეობის დაკვირვება, მაგრამ არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინასთან და ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან, არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ რუსის ხალხის წინააღმდეგაც ძალიან მძიმე დანაშაულია.

მინისტრი ლავროვი ამ სისტემის დეგრადაციის კარგი ილუსტრაციაა. ის 18 წლის განმავლობაში პროფესიონალი და განათლებული ინტელექტუალიდან, რომლის თანასწორობაც სამინისტროს ბევრ თანამშრომელს სურდა, გადაიქცა ადამიანად, რომელიც მუდმივად ავრცელებს განცხადებებს, რომლითაც ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით! დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიით არ არის დაკავებული, ის თესავს სიცრუეს, აღძრავს სიძულვილს და ომს.

დიპლომატად ვსწავლობდი და მინდა გავაგრძელო მუშაობა ჩემი ქვეყნისთვის. მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში დარჩენა და დამღუპველი პოლიტიკური კურსის გაყოლა ნიშნავს სამშობლოს ღალატს. ეს არ მინდა და არ შემიძლია. გადავწყვიტე დავტოვო თანამდებობა”, – წერს ბონდარევი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share