დეპუტატ ღუდუშაურის აზრით, ნიკა გვარამიას შეწყალება არასამართლიანი იქნება და პოლარიზაციას გაზრდის:
“თუ ვინმე პოლარიზაციის მთავარი უმთავრესი წყარო არის, ეს არის ბატონო გვარამია და გვარამიასთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო გაზრდის ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით იქნება არასამართლიანი, არაობიექტური, როცა სასამართლომ თქვა, რომ დიახ, გვარამიამ 7 მლნ ლარი მოპარა მედიას”, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.
მან დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შენიშვნა მისცა, რომ სასამართლოს არ უნდა უკარნახოს რა არის დროული და რა არა. სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად დროული ნაბიჯი არ იყო.