ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასულ წელს 10 მგელი მოკლა

ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში 10 მგელი მოკლა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებაში მოქმედმა მონადირეთა ჯგუფმა გასული 2020 წლის გამნმავლობაში ნატანებში, ბაილეთში, ლაითურში, ჩალიანისა და ლეკიანის საყანე ფართობებში 10 მტაცებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგულაციების ფარგლებში მინიჭებული კვოტით ამოიღო.

მტაცებლები გურიის ფერმერებსა და გლეხობას  უკვე რამდენიმე წელია ავიწროებენ, ანადგურებენ რა მასიურად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და სხვა შინაურ ცხოველებს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, ნატანებელი ფერმერისა და მონადირის, ნიკოლოზ გობრონიძის, განცხადებით, მიუხედავად გატარებული ინტენსიური ღონისძიებისა, ჯერჯერობით, იმ მგლების ამოღება ბუნებიდან რომლებმაც სასტუმრო “პარაგრაფთან” არსებულ პარკში გასულ წელს სამი ირემი და ერთი ნუკრი შეჭამა, ვერ მოხერხდა.

ამ მიმართულებით სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებს ის გარემოება, რომ  იმატა მგლისა და ტურის და ტურისა და ძაღლის ნაჯვარმა მტაცებლებმა, რომლებიც განსაკუთრებით წვრილფეხა შინაურ ცხოველებსა და პატარა ჯიშის ძაღლებს ანადგურებენ.

ასევე მომრავლებულია ტურა, თუმცა მისი ბუნებიდან ამოღება მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    "დაეტიე შენ სოფელში, არ დაგინახოთ ვაკიჯვარში ამოსული, თორემ"... რატომ ემუქრებიან "ეკოს" წევრებსარასამთავრობო ორგანიზაცია "ეკო"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბუნებისდამცველი ირმა გორდელაძე, ვაკიჯვრის ჰესის მშენებლობის მომხრეების მცირე ჯგუფისგან, რომლებიც როგორც თავად აცხადებს, ჰესის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიასთან თანამშრომლობენ, პირადად მას და მის თანამოაზრეებს ემუქრებიან. ამის შესახებ გორდელაძემ დღეს, სოციალურ ქსელში დაწერა: "ღიად ვაცხადებ. ყველა მუქარა და შეურაცყოფა რომელიც ჩემი მისამართით მოდის... გურიაში ჰესების შენების მსურველი…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 99
    "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი" - ოზურგეთის თეატრი 30-31 მაისს მეხუთე პრემიერას გამართავს (ფოტოამბავი)30 და 31 მაისს, 18. 00 საათზე ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სეზონის მეხუთე სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. ედუარდო დე ფილიპოს ცნობილი და პოპულარული კომედიური ჟანრის პიესა „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ თეატრის რეჟისორმა ოთარ კუტალაძემ დადგა. სპექტაკლზე მხატვარმა თამაზ დარჩიამ იმუშავა, კოსტიუმების მხატვარია გია გვიჩია, ხოლო ქორეოგრაფი…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 99
    "რახანია გურიაში სახლი აღარ დათოვლილა"#გარდენიასისტორიები ფოტო: გიორგი მახარაძის გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, "გათბა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 99
    "მე ასეთი ადამიანები მიყვარს,დიდი აკვიატების ადამიანები"-კეკელიძემაკა სულაძე და მისი ოჯახი გავიცანი ორი თვის წინ, მექვენაში. საკუთარ სახლში მიმასპინძლა, იქ პატარა ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და მერე, დრო გვეყო და საკუთარი ამბები მომიყვა. მე, ადამიანს, რომელსაც იოლად მესმის მშობლის დაკარგვის სევდა, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებად უცნაური გარემო გამომყვა და თუ რატომ უცნაური, მოგიყვებით მიზეზს - მაკა წლობით უვლიდა საწოლს…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი