რატომ იხურება სავალუტო ჯიხურები საქართველოში?

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების რაოდენობა ერთ წელიწადში 147 ერთეულით შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2019 წლის ნოემბერში ბაზარზე 944 სავალუტო ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 797-ს შეადგენს.

როგორც ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, სავალუტო ჯიხურები ძირითადად პანდემიის და საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო იხურება. ნინო ქავთარაძის თქმით, ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან, ბრუნვა არ არის, ამასთან, არ შემცირებულა ობიექტების ხარჯვითი ნაწილი, რის გამოც, ბიზნესსუბიექტები დახურვის გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

„ძირითადად პანდემიის და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო მოხდა ის, რომ სავალუტოების ნაწილი დაიხურა. როგორც იცით, ტურისტულ ზონებში უმრავლესობა სავალუტოების დაიხურა, რადგან უცხოელი ვიზიტორები არ არიან.

სავალუტოები თავად ხდებიან იძულებული, რომ დახურონ ობიექტები. იმიტომ, რომ ხარჯვითი ნაწილი მაინც გვაქვს, მიუხედავად იმისა, ვიმუშავებთ თუ არა. შესაბამისად, როდესაც მუშაობა არ არის, მესაკუთრეები თავად მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ობიექტები დაკეტონ, რადგან ფიზიკურად ხარჯებს ვერ ფარავენ“,-ამბობს ნინო ქავთარაძე.

კითხვაზე, რა იქნებოდა გამოსავალი, ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი ძალიან რთულია.

„ამ ეტაპზე გამოსავალზე საუბარი რთულია. ქვეყანაში ტურისტი არ შემოდის, ბრუნვა არ არის, გზავნილებიც შემცირებულია, ჩვენ კი, ჯაჭვურად ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული. როდესაც ქვეყანაში საქმე ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა, ბუნებრივია, ეს ჩვენზე პირდაპირ ისახება“ , – ამბობს ნინო ქავთარაძე.

https://2020news.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 93
    "გაზარდეთ გმირები და არა მონები! ბავშვი ვითარდება სირთულეების გადალახვის პროცესში!"შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარს "აღზრდის საიდუმლო", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ "ამონაშვილების აკადემის მშობლებისთვის" და "აზროვნების აკადემია", საინფორმაციო მხარდამჭერი კი ვებგვერდი mshoblebi.ge, საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ…
    Tags: და, არ, თუ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 93
    ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, ადგილიდან უძრაობაა – ნათია ფანჯიკიძექართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 92
    როგორი იქნება ხარის წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით2021 წელი ხარის მმართველობის წელი იქნება. ექპერტებმა წინასწარი პროგნოზი უკვე გააკეთეს იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდეთ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. ხარის წელში ენერგეტიკისა და ცხოვრებისეული ტონუსის ამაღლება მოგვიწევს. ეს ძალიან ენერგო-ხარჯიანი პერიოდი იქნება როდესაც ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდება, შესაბამისად აღარ მოიწყენთ. 2021 წლის მახასიათებლები აღმოსავლურ ჰოროსკოპში მნიშვნელოვანია…
    Tags: და, თუ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები