რა რუსულ ოკუპაციას! – ამ სახელწოდებით თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს აქციაა დაანონსებული. 19:00 საათზე, ადგილზე შეიკრიბებიან მოქალაქეები, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო საფრთხეშია, ოკუპაცია ისევ გრძელდება და მოქალაქეების უფლებები ილახება.
აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობის ხმაა”. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, კრემლის პოლიტიკის და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მკაფიო ნაბიჯები გადადგას.
“ოკუპაცია როგორც სამხედრო პოლიტიკური, ასევე, საინფორმაციო ჩვენი ქვეყნის გრძელდება, არ დასრულებულა და ამ ქვეყანამ ოკუპანტმა ქვეყანამ ღიად არაერთხელ განაცხადა, რომ საქმე არ დაუსრულებია. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები ამაზე არ რეაგირებენ. ჩვენ დაგვრჩა ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა – უნდა შევახსენოთ როგორც ხელისუფლებას, ასევე, გამოვაღვიძოთ ჩვენი საზოგადოება და ვუთხრათ, რომ ოკუპაცია გრძელდება და თუ არ მოხდა რეაგირება, ცუდ შედეგებთან მოგვიწევს გამკლავება. ეს არის შეხსენება, რომ საზოგადოებას არ სძინავს”, – ამბობს ლაშა ძებისაშვილი.