ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში საქართველოში და კერძოდ, ბათუმში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეზე წერს,
„დღეს, განსაკუთრებულად მძიმე დღეა და ასმაგად აღმაშფოთებელია, როცა ხედავ რა ხდება ირგვლივ. რა ხდება? გრძელდება ჰიბრიდული ომი და ქვეყნის შეფარული ოკუპაცია. თითოეულს მოგეკითხებათ, ვინც დღეს ჩრდილოელ გადამთიელზე გაყიდით საკუთარ სახლს და მიწას. არადა, წერენ, რომ მასიურად ჰყიდით თურმე , თქვე უსინდისოებო! იცოდეთ, მოგეკითხებათ პერსონალურად ყველას, ვინც დღეს ქვეყანას ღალატობთ და ხელს უწყობთ ამ მცოცავ ოკუპაციას. მწარედ მოგეკითხებათ.
რა ხდება ბათუმში?
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ უსაშველოდ მიყვარს აქაურობა. ზაფხული არ ჩამიგდია, რომ ბათუმში ერთი თვე მაინც არ გამეტარებინა. ჰოდა, პირდაპირ გეტყვით
– ასეთი აუტანელი, ასეთი გარუსბანძებული, ასეთი ძვირი, ასეთი მოუწესრიგებელი, ასეთი დაუგველი და დაბინძურებული, თავისი აქოთებული ბუნკერებით, არც ქალაქი და არც პლაჟი მე არ მახსოვს. სხვათაშორის, არც ასეთი კარჩაკეტილი ბათუმელები არ მახსოვს. მე, პირადად, არავის არასდროს არ ვაწუხებდი… მაგრამ წელს, აშკარად ასეა“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.