“გარეთ ისედაც ცხელი შემოდგომა დგას, ტყეს ცეცხლი უკიდია. რაც შეეხება ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, სჯობს, ჩვენი ოპონენტები დამშვიდდნენ, ჩრდილს თავი შეაფარონ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით. თუ ეს შეუძლიათ, თუ არადა, 40-გრადუსიან სიცხეში გამობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე და რაც უნდათ, გააპროტესტონ, ესეც მათი უფლებაა. ამგვარი „ცხელი შემოდგომა“ და უარესიც, ამ ქვეყანას მრავალჯერ აქვს გადატანილი. არ მინდა, ჩემს ქვეყანას ეს ვუსურვო” – ამბობს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, “ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ცაგარეიშვილი.