„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვართან შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„ახლა, როგორ იქნება?
ომში წასვლისგან თავის არიდების მიზნით რომ მოაწყდა რუსობა საზღვრებს, თუ შემოუშვებენ, რუსარმიის დეზერტირების ხელშეწყობა გამოუვათ და პუტინს გააღიზიანებენ, არ შემოუშვებენ და ბევრს რომ გაჰყვიროდნენ, ქსენოფობიაა რუსის არშემოშვება, რაის სავიზო რეჟიმიო და ა. შ., იმის ალოკვა მოუწევთ და ფაქტობრივად ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რათა პუტინი არ გააღიზიანონ.
ჰოდა, რა ქნას პეპელამ კი არა და ბიძინამ?“ – წერს დავით ზურაბიშვილი.