ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე წერს. მისი თქმით, წულუკიანი არის ზონდერი და უკულტურო კულტურის მინისტრი.
„ამ „ზონდერმა“ (აღიარა თავად, პარლამენტის ტრიბუნიდან „ზონდერი ვარ მერე რაო?!“) უკულტურო კულტურის მინისტრმა ისეთი ქათინაური მესროლა, თავადაც ვერ მიხვდა ეს გაუნათლებელი, „აჯანყება სურსო ჩარკვიანსო, რევოლუცია სურსო, რომ ეს ხელისუფლება ამოაყირავოსო“ და კიდევ „მიკროფონის ქურდი არ ვარ, რადგან რამდენიმე ხნის შემდეგ დავაბრუნეო“.
ანუ ამ „ზონდერ“ სამართლის მცოდნეს“ ჰგონია რომ, მის მიერ ჩადენილი დანაშაული გაბათილდა, რადგან მიკროფონი რამდენიმე თვის შემდეგ დააბრუნა? ჰოდა ახლა ყურადღებით ვიყოთ, ე მანდ „დროებით მოხმარებაში“ ხახული ან თამარის ჯვარი არ მოიპაროს და ხელს არ გააყოლოს, ნუ ესეც არ ეგონება დანაშაული ცხადია“, – წერს ჩარკვიანი.