”მივმართავ ხალხს – მიაფურთხეთ ამ უნიათო თავმჯდომარეს, ამ არაფრის გამკეთებელს. გამოვიდეთ ხალხნო! სირცხვილი არ არის რომ თავი მოვიჭრათ?! ნეტავ სულ არ შემომეყო ცხვირი ამ ბინძურ პოლიტიკაში, მესაზიზღრება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ამომრჩეველს მინდა მივმართო – განა არ დაიმსახურა მხარდაჭერა ამ კაცმა?! ერთი ბათუმისთვის არ დაიმსახურა ამ კაცმა, რომ თავი არ მოვიჭრათ და ცოცხალი დავტოვოთ. ინვალიდობამდე მიიყვანენ ამ კაცს. სააკაშვილი არის რუსეთის პატიმარი, სწირავენ მას. მინდა ვუთხრა მმართველ გუნდს, სააკაშვილის სიკვდილით საკუთარ ოჯახებს გამოუტანენ განაჩენს, ეს დიდი სისულელე იქნება.”
– ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგობარეობაზე საუბრისას განაცხადა.