ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ქმედებას ომის დანაშაულად აფასებს:
„მშვიდობიანი მოქალაქეების რაკეტების სეტყვის მიზანში ამოღება სიტუაციის შემდგომი ესკალაციაა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.