პოლონეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა – დაიღუპა საქართველოს 3 მოქალაქე

სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში, პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

პოლონური მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

მეხანძრე-მაშველების თქმით, დაღუპულები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share