უნდა გაიხსნას ეკონომიკა, ტრანსპორტი… – ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებები რეგულაციებზე

გეგმავს თუ არა ხელისუფლება ახალი ეპიდ შემოტევის დაწყებამდე რეგულაციების გამკაცრებას- ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზმა გააჩინა.

ქვეყნის პირველი ინფექციონისტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის მართვა უფრო მკაცრი რეგულაციების პირობებში უნდა მოხდეს, რადგან ვირუსმა უარესი შედეგი არ მოიტანოს.
თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, ინფექციონისტების ამ პროგნოზებს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების ინტერესების დაცვასთან, რადგან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ქვეყანაში შექმინილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსახლეობისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება უფრო დიდი მავნებლობა იქნება ვიდრე კორონავირუსია.

“ასე გამკაცრებით უსაშველოდ შეიძლება საუკუნეები ვიყოთ ჩაკეტილი ამათი მოუმზადებლობის გამო, ამიტომ ეს განცხადება არ არის ადეკვატური განცხადება და ჯერ ეს ერთი, რა უნდა გამკაცრდეს? უფრო გამკაცრება ნიშნავს, რომ საერთოდ სახლებიდან აღარ გავიდეთ….და მერე ბატონი ცერცვაძე რას ფიქრობს? დამშეულ მოსახლეობას თვითონ გაუდაუხდის ხელფასს, ან თვითონ აჭმევს საჭმელს? ან გაკოტრებულ კლინიკებს დააფინანსებს? ეს არის მავნებლული განცხადება”, – ამბობს  სერგო ჩიხლაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share