“მოუნადირებელი დათვის ტყავზე ძიძგილაობას ვამსგავსებ იქ არსებულ სიტუაციას”-გიორგი გამსახურდია “ნაციონალურ მოძრაობაზე

მოუნადირებელი დათვის ტყავზე ძიძგილაობას ვამსგავსებ იქ არსებულ სიტუაციას, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ვერ გარკვეულან შიგნით რა რესურსით იქნება ეს პარტია ნებისმიერი გათამაშების შემთხვევაში წარმოდგენილი და საერთოდ რა პოლიტიკური მომავალი ექნება ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.

ერთ მხარეს არის „ხაბე“[ლევან ხაბეიშვილი], რომელიც 2014 წლამდე კარგი ბიჭი იყო(რას ვგულისხმობ თვითონ მიხვდება), იქეთ არის მელია, რომელსაც შიდა, თავის ელექტორატზე გამკლავება უწევს და მესამე – ვანო [მერაბიშვილი], რომელიც მგონია საბოლოო ეპიტაფია იქნება ამ პარტიის პოლიტიკური სასაფლაოს ლობზე.

წარმოუდგენლად არ მიგაჩნიათ, რომ დღეს ვანო მერაბიშვილს ვინმემ ხმა მისცეს?! იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც 9 წელი ის პოლიტიკური მანქანა ჩადიოდა. “, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share