”რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, რომ ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას და იქ არის, რა თქმა უნდა არის კითხვის ნიშნები და ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის ის რა თქმა უნდა იმსახურებს პატივისცემას.
თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია… მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაცა მიდიოდეს. მე იმედი მაქვს რომ 34-ვე და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა…”
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.