რაგბის კავშირს, რომელის გამგეობის წევრიც ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძეა, საქართველოს მთავრობა, ვალების დასაფარად, 10 მილიონ ლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ N 1607 განკარგულებშია საუბარია.
დოკუმენტის თანახმად, კავშირისათვის ჯამში 10 000 000 (ათიმილიონი) ლარის გადარიცხვა მოხდება, 2023 − 2025 წლებში რაგბის კავშირის მიერ გაწეული იმ ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურებისა და სხვადასხვა კრედიტორების მიმართ წარმოქმნილი იმ დავალიანებების/ვალდებულებების დაფარვის უზრუნველსაყოფად, რომელთა დაფინანსება არ იყო გათვალისწინებული სამინისტროს შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.