წლების განმავლობაში ოზურგეთში მოღვაწე ცნობილი ბავშვთა ქირურგი რობიზონ დონაზე გარდაიცვალა

“გარდაიცვალა ჩემი ძვირფასი ბიძა, რობიზონ დონაძე, სიკეთით სავსე ადამიანი და საოცარი ქირურგი , რომელმაც მთელი მისი ცხოვრება ადამიანების გადარჩენას, მკურნალობას და მათზე ზრუნვას მიუძღვნა🙏🏻💔😔
პანაშვიდი კვირას და ორშაბათს, მისამართი: ვაშლიჯვარი, ვალენტინ თოფურიძის ქ. კორპ. 12, მე-9 სართული,
დაკრძალვა სამშაბათს, 14:00 სთ.-ზე
საბურთალოს პანთეონის წმინდა ნინოს ტაძრიდან”- წერს ქირურგის ნათესავი, გელა დონაძე;
რობიზონ დონაძე, წლების განმავლობაში მუშაობდა ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოში და ბავშვთა ქირურგებთან, ომარ ქავთარიასა და თენგიზ ბახტაძესთან ერთად შექმნა, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ძლიერი ბავშვთა ქირურგიის ცენტრი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქვეყნის მასშტაბით.
“როგორ ძალიან მეწყინა.ასეთი ქირურგი ამ ქვეყანას კი არა ევროპასაც არ ჰქყოლია. თან ექიმი———-ადამიანი.მისთვის მთავარი——- პაციენტი იყო და არა თავისი თავი. დიდი ხანი ვიმუშავეთ ერთად, ერთ საავადმყოფოში და ეს იყო ყველაზე იმედიანი წლები. გუნდიც უმაგრესი ჰყავდა. როცა ქირურგები გვერდით გვიდგას თერაპიულ ან პედიატრიულ პროფილს, მაშინ სრულფასოვანი და მეტად შედეგიანი ვართ. უსასწაულესი ქირურგი, პიროვნება და ადამიანი რომლის მსგავსები იშვიათად არსებობენ. უდიდესი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოების. უდიდესი დანაკლისია ,როგორც უნიკალური ადამიანი და უწესიერესი პიროვნება. როგორ გული მწყდება ბოლო წელებში რომ არ მინახიხარ.თუ ვინმეს ქვია ამ ქვეყანაში ———–ღვაწლმოსილი ეს იყო რობიზონ დონაძე. ყველა, ამ ქვეყნიდან წასულ ადამიანზე გული მწყდება. მაგრამ, პროფესიონალების წასვლა ძალიან გულსატკენია. პროფესინალიზმი ეს ა რის ბედნიერი ცხოვრების უარყოფა და თავის მიძღვნა ადამიანებისთვის. რობიზონი იყო ზეადამიანი, რომელიც თუ ვინმეს ერთხელ მაინც უნახავს არასოდეს დაავიწყდება” წერს ექიმი მარინა ტოტოჩავა;

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights