უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბლოგერი – უკრაინაში დაჭრილი რუსი მეომრები რეაბილიტაციას საქართველოში გადიან
ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბლოგერი, გრიშა მასკოვსკი, იგივე ოთარ თევზაძე ავრცელებს;
თევზაძემ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მორიგ ჩართვისას ასევე ისაუბრა, რომ საქრთველოში, ის სეპარატისტებიცაა დღეს დასაქმებული, რომლებიც რუსეთ საქართველოს ომის დროს (1992-93), ქართველ ჯარისკაცებსა და მოსახლეობას ხოცავდა;
“ამ თემას დავუბრუნდები უფრო დეტალურ ინფორმაციას რომ მივიღებ” – თქვა მასკოვსკიმ, ჩართვის დასასრულს.
მასკოვსკი წლებია უკრაინაში ცხოვრობს, მას საქართველოში ჰყავს მოხუცი დედა, თუმცა ხელისუფლების მიერ მის ისტორიულ სამსობლოში დაბრუნებაზე აკრძალვის გამო, ვერ ახრეხებს სამშობლოში ჩამოსვლას.
ბლოგერი არ მალავს თავის კრიმინალურ წარსულს, ღიად საუბრობს ამაზე, გამოირჩევა ანტიპუტინისტური და ანტირუსული განწყობებით, არის უკრაინის ღია და აქტიური მხარდამჭერი და დიდი პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში;








