”რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და
ზეგ 27 სექტემბერია!” – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას, სადაც “ოცნების” პრეზიდენტს რუსეთი, როგორც ოკუპანტი ერთხელაც არ უხსენებია.
მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ისაუბრა, თუმცა, ოკუპანტი რუსეთი არ უხსენებია.
ყაველაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხაადებია, თუმცა აქაც არ უხსენებია რუსეთი, როგორც მტერი და ოკუპანტი.