გურიის მოამბე

ივანიშვილისთვის მუდმივი ფავორიტები არ არსებობენ, ისინი სწრაფად იცვლებიან – ეკა ბესელია

რამდენად კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, მისთვის მუდმივი ფავორიტები არ არსებობენ, ძალიან სწრაფად იცვლებიან ადამიანები მის ირგვლივ და განწყობებიც ძალიან სწრაფად იცვლება, – ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ  განაცხადა.

მისი თქმით, ახლა კობახიძის ხელით კეთდება ყველაზე ცუდი და შავი საქმეები და ივანიშვილი რეალურად მისი ხელით ასუფთავებს იმ ველს, რისი მოსუფთავებაც სჭირდება.

რამდენად კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, მისთვის მუდმივი ფავორიტები არ არსებობენ, ძალიან სწრაფად იცვლებიან ადამიანები მის ირგვლივ და განწყობებიც ძალიან სწრაფად იცვლება, ეს ჩანს კიდევაც ამ ყველაფერში. უბრალოდ, ახლა კობახიძის ხელით კეთდება ყველაზე ცუდი და შავი საქმეები. არ ვიცი, ახლა ის რამდენად გრძნობს, რა როლშიც არის, მაგრამ, ხომ კარგად ჩანს, რასაც მას ავალებს, რეალურად მისი ხელით ასუფთავებს იმ ველს, რისი მოსუფთავებაც სჭირდება.

რაც შეეხება ღარიბაშვილს- არჩევნებამდე არ მგონია მას ვინმე შეეხოს, მაგრამ, რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდგომ, არ ვიცი, გამორიცხული არაფერია, არც ქარსელაძის და არც ლილუაშვილის მიმართ, რადგან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ვინც მათ უკავშირდებოდა, გათავისუფლება იყო პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება დაპატიმრების სხვა სერია, ეს არაფერია იმათან დაკავშირებით, რასაც აპირებენ. საკმაოდ დიდი სია აქვთ, – განაცხადა ბესელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights