გურიის მოამბე

რა უჯდება “ოცნებას” ესტრადის ვარსკვლავების პოლიტიკური მხარდაჭერა არჩევნების წინ?

რა უჯდება “ქართულ ოცნებას” ესტრადის ვარსკვლავების პოლიტიკური მხარდაჭერა არჩევნების წინ?

დოკუმენტებში მმართველი პარტია წერს, რომ მომღერლები ღონისძიებაზე ნისიად ამღერა, ვალები დაუგროვდა და ფული ჯერ არ გადაუხდიათ, თუმცა საპირისპიროს ამბობენ არტისტები მათი თქმით, ფული უკვე აიღეს.

დოკუმენტი საარჩენოდ გაწეული ხარჯების შესახებ პარტია ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა. აქ 2025 წლის 26 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე დახარჯული ფული ჩანს, ანუ  ვის და რამდენი გადაუხადა “ოცნებამ” ამ პერიოდში?

მომღერალი სოფო ბედია, რომელსაც “ქართული ოცნების” მტკიცებით ერთ კონცერტში 5739 ლარი გადაუხადეს, ამბობს რომ წელს მისთვის პარტიას სიმღერა არ შეუკვეთავს. მაშინ ჩნდება კითხვა – რატომ არის მისთვის გადარიცხული თანხები 2025 წლის ბოლო ხარჯების სიაში.

ხვიჩა მაღლაკელიძე, რომელიც “ოცნების” ფავორიტი არტისტია ამბობს, რომ “ვინც გადაუხდის იმისთვის იმღერებს და საერთოდაც “კორუმპირებულია”.

თემურ თათარაშვილი  ამტკიცებს, რომ მას 30 ათასს ლარს უხდიან, თუმცა ამ 30 ათასის შესახებ  დოკუმენტებში არ წერია.

დადასტურებულად ვიცით, “ქართული ოცნებისთვის” ესტრადის ვარკვლავებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსი, ჯიმი აბესაძეა რომელსაც 10 204 ლარი გადაუხადეს, იუმორისტ პაატა გულიაშვილის გამოსვლა 5739 ლარად შეფასდა,  ნიკა არაბიძის – 5625 ლარად.

ოცნების რჩეული მომღერლების გასწვრივ ნაჩვენები თანხები გვაფიქრებინებს, რომ არსებობენ რჩეულთა შორის რჩეულებიც. ზოგის ნამღერი 637 ლარი ღირს, ზოგის 5 ათასი, ზოგს კი 10 ათასზე მეტი.

საარჩევნო რეკლამაში, ოფისების იჯარაში, ავტომობილების სერვისში, აიტი მომსახურებასა და კონცერტებში,   ”ქართულმა ოცნებამ”  26 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე 46 191 803 ლარი დახარჯა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights