“შენი საქმე არ არის ჩვენ რას ვიზამთ. უმრავლესობამ აირჩია ქართული ოცნება და სწორადაც იქცევა.თქვენ მიხედეთ თქვენ ქვეყანას”
ასე პასუხობს, ბრიტანელ დეპუტატს, ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” ხელმძღვანელი, ბონდო ღლონტი, ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკკლირის მოწოდებას.
ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირმა, გუშინ, ივანიშვილს მიმართა და მისგან პოლიტიკური პატიმრების, ჟურნალისტების, გათავისუფლება მოითხოვა: ” მიეცით უფლება ქართველ ხალხს, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი, ჩაატარეთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები” თქვა დეპუტატმა:

ჩვენი გავლენით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მნიშვნელოვან ზომებს ატარებს, კერძოდ ვგულისხმობ, იმ ინდივიდების დასანქცირებას, რომლებიც, როგორც ვიცით, ქართული ოცნების მთავრობის უკან დგანან. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, რომლის დასანქცირებაც მე პირადად მოვითხოვე და ასევე სხვებისაც. და მე მინდა მას მივმართო – რადგან ვიცი, რომ ის ისმენს, რასაც ჩვენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და პარლამენტში ვამბობთ. ასევე ვიცი, რომ ქართული ოცნების მთავრობაც ისმენს, რასაც ვამბობთ, რადგან ისინი აქვეყნებენ განცხადებებს, სადაც აცხადებენ, რომ მე აზრზე არ ვარ, რაზე ვლაპარაკობ.
ამიტომ მათ ასე ვეტყვი – თუ გინდათ, რომ თქვენზე აღარ ვილაპარაკოთ, თუ გინდათ, რომ სანქციებით აღარ დაგემუქროთ, თუ გინდათ, აღარ მოგიწოდოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, თუ გინდათ, რომ აღარ დავგმოთ თქვენი ავტორიტარული ქმედებები საქართველოში – ეს ძალიან მარტივია:გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, გაათავისუფლეთ ჟურნალისტები, მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი, ჩაა ტარეთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, საკუთარი გზა თავად აირჩიონ, იქნება ეს ევროპული გზა თუ რაიმე სხვა – ეს მათი ნებაა. ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი. ამიტომ მოგმართავთ – გაათავისუფლეთ ქართველი ხალხი, შეწყვიტეთ უკუსვლა ავტორიტარიზმისკენ, დაუშვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და ხელი შეუწყვეთ ნათელი მომავლის დადგომას ყველა ჩვენგანისათვის” | განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირმა