გურიის მოამბე

ბიუჯეტის ძარცვის ახალი სკანდალი – კომპანიას, რომელსაც 9 მლნ-ის მოპარვაში ადანაშაულებენ, “ოცნების” დეპუტატის სიძე ფლობდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა, რომ კომპანია „ლაგი კაპიტალი“ მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხას ფლანგავდა. კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ბიუჯეტიდან 94 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მიღებული, მათ შორის 20-მილიონიანი ტენდერები იმ პერიოდში, როდესაც ამისულაშვილი „ლაგი კაპიტალის“ 50%-იან წილს ფლობდა. ფულის ნაწილი კომპანიას ავანსად ჩაერიცხა, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა – არცერთი სკოლა და ბაღი რეალურად არ აშენდა.

შემდგომში ამისულაშვილმა საკუთარი წილი სხვაზე გადააფორმა. ვინ მიიღო საკონტროლო პაკეტი და რა გარიგებით, ამაზე კითხვებს ის მაშინაც არ პასუხობდა.

ტენდერების შესრულება ჩავარდა, თანხა კი მიითვისეს. თავად ალექსანდრე ამისულაშვილი დღეს ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights