ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ გოგუა სოციალურ ქსელში წერს:
“ვინ არის 4 ოქტომბრის ორგანიზატორი???” – ასჯერ მაინც მაქვს მოსმენილი ჟურნალსტების მიერ დასმული ეს შეკითხვა!!! მე გიპასუხებთ – ირაკლი კობახიძე!!! ჰო,ჰო, არ ვღადაობ – ირაკლი კობახიძე!!! და აი რატომ – უფრო ადრინდელებს რომ შევეშვათ – გასულ 28 ნოემბერს თავზე გადაგვახია ქვეყნის კონსტიტუცია და ოფიციალურად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი!!! შემდეგ – ყველაზე ბარბაროსული, არაადამიანური მეთოდებით არბია ქუჩაში გამოსული ადამიანები და ამ ყველაფერს მსხვერპლი რომ არ მოჰყვა, ეს მხოლოდ ღვთის წყალობა იყო!!! ახლა არ მითხრათ, კაციჭამიები ისე გამოზომილად ურტყამდნენ წიხლებს სახეში, გამოთვლილი ჰქონდათ – სახის ძვლები დაელეწათ და არცერთი ძვლის ნატეხი ტვინს არ შეხებოდაო!!! ოთხასზე მეტი ადამიანი აწამეს, სამოცზე მეტი ტყვედ აიყვანეს, არცერთ პოლიციელზე საქმეც კი არ აღძრულა!!! ყველაფერი ამის პარალელურად კი აქტიურად აგრძელებდნენ დასავლეთისაგან დისტანცირებას და მოახერხეს კიდევაც მათგან სრულ იზოლირებას!!! დღეს კი, ბრიფინგზე, კონსტიტუციის ის ნაწილიც გადაგვახია, რომელიც ბოლომდე მთლად დახეული არ იყო – მე დღეს ვსაუბრობ პროტესტის მონაწილეებზე და მათ შესაძლო, მოსალოდნელ დანაშაულებზე, პოლიციელების მიერ უკვე ჩადენილ დანაშაულებზე საუბარი არ მსურსო!!!! ანუ თქვენი, ასიათასობით პროტესტის მომხრე ადამიანის პრემიერი არ ვარო!!! ახლა, პირდაპირი ტექსტით არ უთვამს – გომოდით ქუჩაში და გაგვრეკეთო, მარა გამგები ალბათ გაიგებს!!!!”-წერს ნოდარ გოგუა.