ვერ მოესწრებით ნარმანიების შეშინებას!, – ასე ეხმიანება იგორ ნარმანიას დედა მის შვილზე განხორციელეუბლ ფიზიკურ თავდასხმას. ნინო ხარებავა სოციალურ ქსელში წერს, რომ შვილით ამაყობს და სადარდებელი, რეალურად, თავდამსხმელის დედას აქვს.
ვერ მოესწრებით ნარმანიების შეშინებას! მე საამაყო შვილის დედა ვარ! იმან იკითხოს, ვინც შენ გაგზარდა, – წერს ნინო ხარებავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია იგორ ნარმანია, ასევე, დაშავებულია არასრულწლოვანი ანდრია ხამაშურიძეც.
ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციას ნივთმიტკიცება, რკინა, რომელიც იგორ ნარმანიას თავში ჩაარტყეს, ადგილიდან არ ამოუღია.