გურიის მოამბე

„გადაზელილი“ როგორ ამზადებდნენ ამ სახეობის ყველს გურიაში

„გადაზელილი“ როგორ ამზადებდნენ ამ სახეობის ყველს გურიაში
.
გადაზელილი. აი როგორ ამზადებენ ამ ყველს გურიაში: რძეს ჩაკვეთენ უხდელს ახალ მოწველილს თბილსავე და ნაღებ-მოუხდელს. დაჭრის შემდეგ როცა დელამოტი შრატს გამოიცლის, ამ დელამოტს ამოიღებენ და თავ-დახურულ ხის ჭურჭელში ჩასდებენ და თბილ ადგილას დასდგამენ საღამომდინ (თუ ზაფხულია, მაშინ ცოტა ნაკლებ). ამის შემდეგ ჭურჭლიდან ამოიღებენ და დანით დასთლიან სიგძეზე თხელ ნაჭრებად. ამ დროს რამე ჭურჭელში ცხელი წყალი აქვთ მომზადებული და დელამოტის ნათლებს ამ ცხელ წყალში ჩაყრიან; ახლა შეუდგებიან ჩოგანით ან რგვალი ჯოხის ნაჭრით ზელას და ამ ზელას იმდენ ხანს გააგრძლებენ ვინემ სრულად არ დარბილდება, ელასტიური გახდება და ჯოხს ეწებება ასე რომ ყველი თან მოსდევს და ძაფებივით წვრილდება.
.
ახლა ამოიღებენ ცხელი წყლიდან და თუ კვერი დიდია, სურვილის გაანაწილებენ; ნაწილს ძირ-განიერ ხელით დაგვარად რამდენადმე ყოველ ნაწილს ხელით შეარგვალებენ და ჩასდებენ რამე ღრმა ძირგანიერ ჭურჭელში, ღრმა მათლაბაში, ან პინაში და ან ჯამში. ყველი ამ ჭურჭლის ძირში ჩაჯდება და მისი ძირის ფორმას მიიღებს, რასაკვირველია, გაპტყელდება. როცა გაცივდება, მარილს მოაყრიან, ამოიღებენ და საჭმელად მზად არის; შენახვაც შეიძლება თუ ამ ბლომად მოეყარა მარილი. როგორც ვხედავთ ამ ყველის მომზადება თითქმის სრულიად მიემსგავსება იტალიური ყველის Cacio cavalo-ს მომზადებას.
.
ვასილ პეტრიაშვილი – რძე და მისი სხვა-და-სხვა გვარად გამოყენება (1898)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights