გურიის მოამბე

ერთ წელიწადში სახელმწიფოს საგარეო ვალი 985 მლნ დოლარით გაიზარდა და 9.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2026 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.533 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 25.653 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 985.8 მლნ დოლარით მეტია (11.5%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.548 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 9.227 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 7.010 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.614 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 306.419 მლნ დოლარს შეადგენდა.

2026 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.581 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.916 მლრდ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.228 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 402.808 მლნ დოლარი
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 235.393 მლნ დოლარი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 153.620 მლნ დოლარი

ამასთან, საქართველოს მთავრობას ვალი აქვს საფრანგეთის – 890.229 მლნ დოლარი; გერმანიის – 590.414 მლნ დოლარის; იაპონიის – 113.021 მლნ დოლარის და ა.შ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights