“ბი ბი სის” ცნობით, მას შემდეგ, რაც “ჰეზბოლამ” (პროირანულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბაზირებულია ლიბანში), გააძლიერა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები, ამ უკანასკნელმა, ლიბანში სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება მიიღი.
“ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ მან იერიში სამ ისრაელურ სამხედრო ბაზაზე მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ლაცმა თქვა, რომ უფლებამოსილია გასცეს ბრძანება ისრაელის ჯარების სახმელეთო შეტევების გაფართოებაზე ლიბანში, რომლის მთავრობამაც “ჰეზბოლა” ოფიციალურად აკრძალა, რათა ჩაახშოს ამ გასამხედროებული ორგანიზაციის სარაკეტო თავდასხმები ისრაელზე.








