არაბეათის გაერთიანებული ემირატების თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ამ წუთამდე, ირანმა ამ ქვეყნის მიმართულებით, 186 რაკეტა გამოუშვა, აქედან 172 ჩამოგდებულია, 13 ჩავარდა ზღვაში, ერთი კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
დაიღუპა სამი ადამიანი, 68 კი დაშავდა.
ასევე ირანმა ემირატებისაკენ გაუშვა 812 დრონი, აქედან საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 755, 57 კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მონაცემები გაავრცელა ბაჰრეინმაც, მათი თავდაცვის უწყების ცნობით ირანმა ბაჰრეინს 91 დრონი და 73 რაკეტა ესროლა.
ბაჰრეინში მიზანში მოხვედრის უფრო დიდი მაჩვენებელია, მათ შორის ირანმა ამ ქვეყანაში არსებულ აშშ საზღვაო ბაზას დაარტყა.








