გურიის მოამბე

თემურ სომერიკი-კითხვები ჩნდება ეკონომიკურ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და სხვა ქვეყნების ანალოგიებზე

ეკონომიკური ექსპერტი, პროფესორი, თემურ ხომერიკი, სკეპტიკურად უყურებს ასე სპონტანურად, ეროვნილი ბანკის მიერ ” ვირტუალური აქტივის სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნას”

“ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით რა რეგულაციაცაა 2023 წლიდან- გასაგებია, თუმცა ეს არაა საკმარისი გამოწვევების დასაძლევად… ასევეა, თეზერის ლარით უზრუნველყოფილ პლათფორმაზეც, ელექტრონულ ლარზეც, სწრაფ გადახდებზეც- ეტყობა სებ შიდა სტრუქტურებში დეტალურად გავლილია, მთავრობის მოწონებული და ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცულობისა და ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით პარლამენტში პოლიტიკურად განხილულ/დასტურმიცემული… საჯარო და დამოუკიდებელი სპეციალისტების წრეებში განხილვებიც არ იქნებოდა ურიგო.. ფინტექნოლოგიები გარდაუვალია, თუმცა როცა სებ რომელიმე კერძო ინიციატივას პრივატულად ერთ კომპანიასთან ასოცირებულ სისტემას უკავშირებს, კითხვებიც ბუნებრივად ჩნდება ეკონომიკურ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და სხვა ქვეყნების ანალოგიებზე..”

ცნობისათვის, დღეს, ეროვნულმა ბანკმა, გაავრცელა ინფორმაცია:
„ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის“, – ნათია თურნავა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა სებ-ის პრიორიტეტებზე ფინანსური სექტორის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობასთან ერთად, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ფინანსური სერვისებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.
მისივე თქმით, სებ-ის მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოს მიმართ საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესს ზრდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights