საჯარო რეესტრისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, ახლადლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტის განთავსებული კაპიტალი 61.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ფულადი სახით არის შევსებული და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს. კომპანიის მიერ გამოშვებულია 100,000 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული 613 ლარის ნომინალური ღირებულებით.
სს „ნეო ქართული ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი მშობელი კომპანია სს „ქართული პირველი ციფრული ჯგუფია“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მესაკუთრე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე იურის ლეონენკოა.
ახალი ბანკის მმართველი გუნდი და მენეჯმენტი უკვე დაკომპლექტებულია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იურის ლეონენკო იკავებს, ხოლო მისი მოადგილე გრიგორი მორჩილაძეა. სამეთვალყურეო საბჭოს მესამე წევრი თამარ ტყეშელაშვილია. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორატის შემადგენლობას, გენერალური დირექტორის პოსტზე კახაბერ კოდუა დაინიშნა, ფინანსური დირექტორის თანამდებობას თეონა გიორგობიანი იკავებს, ხოლო რისკების მართვის მიმართულებას ლაშა მაზანაშვილი უხელმძღვანელებს.
დამტკიცებული წესდების მიხედვით, „ნეო ქართული ჯგუფი“ ბაზარზე სრულფასოვანი საბანკო და საფინანსო მომსახურებით წარდგება. ბანკი განახორციელებს დეპოზიტების მოზიდვას, სამომხმარებლო, იპოთეკური და კომერციულ დაკრედიტებას, საგადახდო ბარათების გამოშვებასა და ონლაინ ანგარიშსწორებას. გარდა სტანდარტული საბანკო პროდუქტებისა, ეროვნული ბანკის რეგულაციების შესაბამისად, ინსტიტუტი გეგმავს ვირტუალური აქტივების (კრიპტოაქტივების) კონვერტაციას, გადაცემასა და შენახვასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებასაც.
BMG დაუკავშირდა ბანკის გენერალურ დირექტორს, კახაბერ კოდუას, რომელიც აღნიშნავს რომ საბანკო ლიცენზიის მიღების და ბანკის სტრატეგიის შესახებ უახლოეს მომავალში გააკეთებენ განცხადებას.
https://bm.ge/
მსგავსი სტატიები:
საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31
ღარიბაშვილი: “სააკაშვილს უკრაინიდან დღეს თუ ხვალ გააგდებენ”
“ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი” ასე ახასიათებდა გურიას ,,ცნობის ფურცელი”
სწავლა დისტანციურად დაიწყება-ბრძანება ძალაშია
”მიშას ვეტყოდი მარტივად – მადლობა” – დავით სააკაშვილი
სოფო გაგოშიძე წულუკიანს: რადგან კულტურაში ვერ ერკვევით, გირჩევთ, წიგნების კითხვით დაიწყოთ
“ჰააგაში, ბერლინში, კიევში მამართლებენ და ხელისუფლება მასამართლებს, მათ შორის, ლეხ კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინის ყიდვის გამო” – სააკაშვილი
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას – უკრაინის საგარეო სუს-ის განცხადებაზე
