ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, წარსულში ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელის, წარმოშობით ლანჩხუთელის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას.
საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკიტხი განიხილეს:
საკრებულომ მხარი დაუჭირა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას შემდეგ პროექტებზე: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივნისის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სხდომაზე ასევე მოიწონეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები
იუწყება ლანჩხუთის საკრებულოს პრეს სამსახური;
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე, ამ დღეებში, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 1992-2004 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 69 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 42 კაპიტნის სამკლავურით.
საკლუბო დონეზე სხვადასხვა დროს იგი დინამო თბილისის, იბერიას, ლანჩხუთის გურიის, შევარდენის, ლოკომოტივის, ჰომბურგის, ტრაბზონსპორის, გროსჰოფერის და რეჯიანას ღირსებას იცავდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი ნემსაძე შევარდენის, დინამო თბილისის და გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.








