“ეს არის დარტყმა მოქალაქეობაზე ზოგადად, მოქალაქეებისათვის ხდება პოლიტიკური ხმის წართმევა”
ეს განცხადება, “თავისუფალი მოედანის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ – ოზურგეთში-ამპანია „საქართველოს გულისთვის“ ფარგლებში ყოფნისას- თავისუფლების მოედანზე გააკეთა;
ლევან ცუცქირიძემ, კამპანიის დასაწყისში, ოზურგეთში, თავისუფლების მოედანზე. ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის, სახელდახელო ბრიფინგი გამართა;
კამპანია, პარტიამ გურიის რეგიონში გუშინწინ დაიწყო და ის ერთი კვირა გაგრძელდება:
“ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ,რომ ხალხმა არ იფიქროს თუ ვის ეკისრება არსებულ, რეალურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, გადაიტანონ ყურადღება იქეთკენ და მოკლან შესაძლებლობა იმისა, რომ აი ამ პრობლემებზე საუბარი რეალურ პოლიტიკურ დონეზე მოხდეს. იმ ფონზე, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ძალიან ჩქარობს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით საქართველოს ისტორიიდანაც, მსოფლიო ისტორიიდანაც, როდესაც პოლიტიკური პარტიები მართალია აკრძალული იყო, მაგრამ ეს წინ ვერ აღუდგა ამ ქვეყნებში ავტორიტარიზმის დამარცხებას, უამრავი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ამიტომ „თავისუფლების მოედანი ვსაზრდოობთ იმ ცოდნიიით, რომელიც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებობს. რა თქმა უნდა დიდი დარტყმა იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, მაგრამ ეს ვერ გვაიძულებს ჩვენ ხელები ჩამოვუშვათ, სახლებში ჩავიკეტოთ და აღარ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე რომელიც არსებობს. პოლიტიკურ ორგანიზებასა და ბრძოლას გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ იმაზე საუბარს რაც ხალხს ტკივა” თქვა მან;
“მართალია ამ ჩამონათვალში „თავისუფლების მოედანი“ არ არის, მაგრამ კონკრეტულად ეს ჩვენ გვეხება თუ არ გვეხება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხმას არ ავიმაღლებთ ამაზე. რადგან ეს არის დარტყმა მოქალაქეობაზე ზოგადად, მოქალაქეებისათვის ხდება პოლიტიკური ხმის წართმევა; ჩვენ ვიყავით საკონსტიტუციო სასამართლში, და ვიქნებით ყველგან, სადაც გადის ბრძოლის ხაზი;“ – აცხადებს ცუცქირიძე;
- სარჩელი ეხება მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და პარტიებს, მათ შორის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“.
- მიმდინარე ეტაპი: სასამართლო ამჟამად მხარეების ახსნა-განმარტებებისა და არგუმენტების მოსმენის ეტაპზეა. პროცესზე სიტყვით გამოდიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე დასახელებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და იურისტები.
- საზოგადოებრივი ინტერესი: საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები ღიაა და მათი პირდაპირი ტრანსლაცია მედიისა და ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს.








