ოზურგეთის მერის მიერ “ხოხბების აფრენას” დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ექადიის ტყე-პარკში  “ხოხბების აფრენას” დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

რამდენიმე დღის წინ, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონატრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 60  კოლხური ხოხობი  გაუშვეს ველურ ბუნებაში.

50 დედალ-მამალი კოლხური ხოხობი ექადიის ტყე-პარკში შარშანაც, სექტემბერში გაუშვეს.

ამჯერადაც, ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმის განვითარების  დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო.

ირკვევა, რომ ამ აქციის დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 700 ლარი გამოიყო;

“ჭორვილიდან გურიაში 60 ფრთა ხოხბის ჩასაყვანად ბიუჯეტიდან 1700 ლარი გამოიყო. ფრინველების მეურნეობა ივანიშვილის ოჯახმა დააფუძნა” – დაახლოებით ასე გამოეხმაურა კრიტიკული მედია მომხდარს;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights