“ყველა ნიჭიერი ქართველი მაგარია საქართველოს ფარგლებს გარეთ” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “ყველა ნიჭიერი ქართველი მაგარია საქართველოს ფარგლებს გარეთ”.

მისი თქმით, უნდა დავთმოთ ფეოდალიზმის ხანაში ჩარჩენილი მენტალიტეტი და შევქმნათ კანონებზე აგებული, დისციპლინირებული სახელმწიფო.

“რატომ არის, რომ ყველა ნიჭიერი ქართველი მაგარია საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს და საქართველოში კი ამის მეასედსაც ვერ ახერხებს ?

არა, ნიჭიერებად კი რჩებიან, ინდივიდუალურად თავსაც გამოიჩენენ, მაგრამ მათი კოლექტიური ძალისხმევა ნულოვანია?

არათანამიმდევრულობის, უსისტემობის გამო. როგორც კი ნიჭი სისტემატიზირებული და თანამიმდევრული ხდება, მაშინვე იწყებს ნაყოფის შექმნას.

ასეა ყველა დარგში და ასეა ფეხბურთშიც. ერთადერთი მწვრთვნელი, რომელმაც რკინისებური დისციპლინით ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი შექმნა, ნოდარ ახალკაცი იყო. ისიც ვერ იგუეს საბოლოოდ და “დინამომ” დაასრულა უმომავლოდ ზუსტად ისე, როგორც უნდა დაესრულებინა.
ასევეა ქართული სახელმწიფოც; უდისციპლინო, არათანმიმდევრული, უმომავლო.

არადა, ძალიანაც კოხტად ემორჩილება დისციპლინას ქართველი, როცა მოხვდება დისციპლინირებულ, თანამიმდევრულ გარემოში. ემორჩილება და სრულად ავლენს საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
გვინდა წარმატებული და ბედნიერი ქვეყანა?

მაშინ უნდა დავთმოთ ფეოდალიზმის ხანაში ჩარჩენილი მენტალიტეტი და შევქმნათ კანონებზე აგებული, დისციპლინირებული სახელმწიფო. გვაქვს მაგის რესურსი?
კი გვაქვს. გამოვიყენებთ? მეტი არაა ჩემი მტერი…” – წერს გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 63
    სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უკეთესი მომავალი საქართველოს შემადგენლობაში ექნებათ- აშშ-ის ელჩი ეუთოშისამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. ეს განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა. ეუთოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადების საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. “2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო…
    Tags: და, საქართველოს
  • 55
    კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ რაც გლდანს გაუკეთა, ააშენა ციხე და გაავსო ჩვენი მოქალაქეებითწინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა – ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით, – ამის შესახებ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი აცხადებს. „ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გუნდს. გუნდმა, რომელმაც მეორედ გამომიცხადა ნდობა და დამასახელა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი…
    Tags: და
  • 48
    გუშინდელი აქცია იყო გამარჯვებული პარტიის აქცია, ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის- სააკაშვილიბათუმში, "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" მიერ გუშინ გამართულ მასშტაბურ აქციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, გუშინდელი აქცია იყო გამარჯვებული პარტიის აქცია. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მძლავრი ტალღა ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ და ორმაგმა სტანდარტებმა გამოიწვია. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს, სააკაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემდგომ შეკრებებზე აქციის ყველა მონაწილეს უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით. "ერთიანი…
    Tags: და, ყველა