საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსული პროპაგანდის ქსელი მოქმედებს – კვლევა

6 Facebook გვერდი, 4 ინსტაგრამ ანგარიში, 3 ტელეგრამ არხი, 1 ტიკ-ტოკ ანგარიში და 2 ვებგვერდი – რუსული დეზინფორმაციული ქსელი სამხრეთ კავკასიაში.

„სამართლიანმა არჩევნებმა” – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში – სოციალური მედიისა და ვებ პლატფორმებზე გამოავლინა პრორუსული ქსელი , რომელიც შენიღბულად ცდილობს საზოგადოებაში პრორუსული განწყობების გაღვივებას და დასავლეთის საწინააღმდეგო განწყობების შექმნას.

როგორც ირკვევა, შესწავლილი გვერდები და ანგარიშები საინფორმაციო სააგენტოებს ამოფარებული მოქმედებენ.

“ქსელში შემავალი ანგარიშები სამ ენაზე მოქმედებენ. გზავნილები მორგებულია ქვეყნების ადგილობრივ კონტექსტს, თუმცა ყველა მათგანის მიზანია რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის რუსეთის ძლიერ მოკავშირედ წარმოჩენა და დასავლეთის, უმეტესად კი აშშ-ის, ნეგატიურ როლზე აპელირება”, – ვკითხულობთ  “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share