ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებას ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, რატი იონათამიშვილი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს:
“ნაცმოძრაობა”, ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნება და პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეძლონ. სამწუხაროდ, მსგავსი ტრაგიკული ფაქტები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამის გამო არავინ კადრულობს, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დისკრედიტაცია მოახდინოს,”- აცხადებს იონათამიშვილი.