გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი სახოკია საქმიანობას ჯანდაცვის სამინისტროში გააგრძელებს

ურიის ყოფილი გუბერნატორი საქმიანობას ჯანდაცვის სამინისტროში გააგრძელებს. ინფორმაციას გიორგი სახოკია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

“პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა და საქმიანობა გავაგრძელო ახალ პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

ჩემი კარიერის განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემო, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში საშუალება მქონდა მემუშავა ჩემთვის ძალიან ძვირფასი რეგიონის – გურიის საკეთილდღეოდ. მინდა მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციის მთლიან გუნდს, ვისთან ერთადაც ვიმუშავე გურიაში”, – განაცხადა გიორგი სახოკიამ.

ის სამივე მუნიციპალიტეტს და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო უწყებებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა გუბერნატორად გიორგი ურუშაძე წარადგინა.

https://bm.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: