“ყოველთვის ვამბობდი და ვწერდი იმას, რასაც ვფიქრობდი.. მართალია, სახალხო პოეტი და მწერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ეს არც არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. უნდა გამოგიტყდეთ, დღეს გაცილებით შებოჭილად ვგრძნობ თავს, ვიდრე ჩემს საბჭოთა ახლაგაზრდობაში. საქართველო ჩამოყალიბდა ქვეყნად, სადაც აზრის დამუშავებაზე მეტად იმაზე ფიქრობ, ვინმეს ხომ არ გაანაწყენებ და რამდენი კაცი გაგინებს, გინებით კი აუცილებლად გაგინებს ვიღაც, სულ რომ ჩიტებსა და ყვავილებზე წერო. ეს ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, საბჭოთა ცენზურაზე რთულიც კი. ყოველ ჯერზე, როგორც კი გადავწყვეტ გამოვიყენო ჩემი წილი ამ ყბადაღებული გამოხატვის უნივერსალური უფლებიდან, მაშინვე იმდენი ადამიანისთვის მიწევს ანგარიშის გაწევა, ყველაფრის სურვილი მეკარგება. ჩვენ ყველაზე ეფექტური ცენზურის ქსელი შევქმენით ჩვენივე გამოხატვის უფლებით ბოროტად სარგებლობით. ამიტომ დღეს მხოლოდ იმ ხალხის ხმა ისმის, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის. “ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”… ჩვენ სწორედ ამ აფორიზმის მეორე ნაწილის სტადიაში ვართ პერმანენტულად”, – ამბობს მწერალი, ესეისტი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მსგავსი სტატიები
- 89
"მსოფლიო მოვიარე და ყველგან ვჭირდები კოლეგებს, კულტურას, აქ კი - არავის. ის კი არ მინდა, რომ მინისტრმა შემაქოს, ეს არ მაინტერესებს და არც მხიბლავს, მაგრამ არ არის არანაირი ხელშეწყობა, რამე გავაკეთო" როცა ინტერვიუს ჩასაწერად დირიჟორ გოგი ჭიჭინაძეს დავუკავშირდი, თავდაპირველად ინტერვიუზე არ მთანხმდებოდა, მითხრა, დღევანდელი რეალობიდან ბევრ რამეზე მტკივა გული, ბოლო წლების…
- 89
„როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან გვაჭამა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომსა და მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას…
- 89
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 89
ზოგადად, ორმაგი სტანდარტი კაცობრიობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა - ადამიანების გაყოფა „თავისიანებად" და „სხვისებად" არავისთვის და არსად უცხო არ ყოფილა. მეტიც, სწორედ ამ გაყოფის საფუძველზე შეიქმნა კლანები, ტომები, ერები, და ბოლოს - სახელმწიფოები. რომ არა ეს ჯოგური ინსტინქტი, ადამიანი დღეს ველური, განუვითარებელი, და მარტოობაში მოხეტიალე ცხოველი იქნებოდა - მაგალითად, როგორც ლეოპარდი. „შენიანი"…