საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის საკუთრებაშია: მიწის ნაკვეთი დიღომში, რომელიც 2005 წელს ჩუქებით გადაეცა, 2013 წელს კი, დამატებით შეიძინა 1000 კვ.მ. აღნიშნულ ფართზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები და ავტოფარეხი; ასევე, ჩუქებით გადაცემული 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მესტიაში (2017 წელს).
გარდა ამისა, თეა წულუკიანის მეუღლის სახელზეა: 50009 კვ.მ მიწის ნაკვეთი ახალქალაქში, რომელიც 2016 წელს 7000 ლარად შეიძინა; ბინა თბილისში, რომელიც 2021 წელს ჩუქებით გადაეცა და მსუბუქი ავტომანქანა Cayenne, რაშიც გასულ წელს 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
მინისტრის მიერ შევსებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თეა წულუკიანის შვილის სახელზეა 1182 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, რომელიც ჩუქებით გადაეცა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა: “საქართველოს ბანკის“ უნივერსალურზე – 637,99 ლარი, ხოლო, საბავშვო ანაბარზე – 15 956 ლარი.
თეა წულუკიანმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მინისტრის პოსტზე, გასულ წელს ხელფასის სახით 66 000 ლარი მიიღო.