დღეს დილით გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ორი საათის განმავლობაში სამი მცირე სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პირველი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის 9 საათსა და 18 წუთზე მოხდა, მიწისძვრის ეპიტცენტრი ოზურგეთთან ახლოს, სოფელ ლიხაურის ტერიტორიაზე იყო.
10 საათსა და 27 წუთზე 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ოზურგეთში, კურორტ გომისმთიდან 4 კმ-ში.
11 საათზე 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ეპიტცენტრი სოფელი ბუკნარი.