ზემო ნატანებს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობა აღშფოთებულია

“უკვე მეოერე დღეა დენი გთიშული გვაქვს, სულ რაღაც 5 სანტიმეტრი თოვლია და მდგომარეობა უკვე პარალიზებულია, ამხელა სოფელი ფაქტიურად გარე სამყაროს მოწყდა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს”

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ზემო ნატანებიდან ატყობინებენ და დახმარებას თხოვენ.

როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მრავალჯერ ჩააყენეს საქმის კურსში, მდგომარეობა უკეთესობისაკენ არ შეცვლილა.

“ერთხელ 5 წუთით შემოიხედენ “ენერგოპროდან” აძვრნენ “სტოლბაზე” და ტელევიზორის ჩართვაც ვერ მოვასწარით შუქი ისევ გამოირთო. ადგილზე მისულებს კი წასულები დაგვხვდნენ” – გვიყვება ერთ ერთი ადგილობრივი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share