დაიწყება თუ არა გამოძიება გიორგი გახარიაზე – რას ამბობს შს მინისტრი

დაიწყებს  თუ არა გამოძიებას გახრაიას წინააღდმეგ საქართველოს ხელისუფლება?ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის ყოფილი პრემიერი სამართალმცველების ინტერესის ობიექტი გახდეს.

უნდა გამოვრიცხო, რომ ხვალ გამოძება არ დაიწყება გახარიაზე, გომელაურზე ან ვინმე სხვაზე, როგორ უნდა გამოვრიცხოთ, შეიძლება რაღაც გარემოება იყოს და პროკურატურამ დაწიწყოს გამოძიება. შეიძლება, ჩემზეც დაიწყოს ვიღაცამ გამოძიება, რა პრობლემაა, ვიღაცამ დამდოს ბრალი და თქვას ეს და ეს გააკეთა და დაიწყოს გამოძიება. არაერთი დაწყებაულა მსგავსი და გამოვუკითხივართ. არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, რომ გამოვრიცხო ვიღაცის მიმართ გამოძიების დაწყება, – ამბობს ვახტანგ გომელაური.
გიორგი გახარია კამერების წინ გამოჩნდა და ივანიშვილის მხილების სერია გახსნილად გამოაცხადა.

გახარია ამტკიცებს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ივანიშვილი რუსეთს გაურიგდა და მზად არის, ქვეყნის ევროპულ კურსსა და ევროკავშირის წევრობაზეც კი უარი თქვას.

 

როგორც ჩანს დუმილის დრო ამოიწურა და ექს-პრემიერმა კარტების გახსნა დაიწყო.

ჩრდილიდან გამოსულ გახარიას ოცნებისთვის  მსუსხავი ეფექტი ჰქონდა – მმართველი გუნდი საპასუხო შტურმზე და ღია შეურაცხყოფაზე გადავიდა.  “კერკეტი კაკალი ეგონათ და კერკეტი კვერცხი აღმოჩნდა”  –  ეს იყო ირაკლი კობახიძის პასუხი ერთ დროს სამაგალითო პრემიერის ბრალდებებზე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share