ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი „ვივამედის“ ექიმის, თამარ დავარაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო და არ გამოვხატო როგორც ექიმმა,როგორც ადამიანმა,როგორც მოქალაქემ და რასაკვირველია როგორც მიხეილ სააკაშვილის მამამ, მიშას ვივამედში პირადი ექიმის ქ.ნ. თამარ დავარაშვილის ტვ.ინერვიუს,სადაც ქალბატონის რიტორიკა აბსოლუტურად არის შეცლილი,არის აბსოლუტურად ყალბი და აბსურდული
ის ამბობს,რომ რომ პაციენტს ნამდვილად აქვს კახექსიური მდგომარეობა და ყვება დაავადების გამომწვევ მიზეზებზე და ხაზგასმით ამბობს რომ მიშას უნდა ციხიდან გასვლა და ამიტომ ცუდად იკვებება და მისი მდგომარეობა ამითაა გამოწვეულიო. /რა აბსურდია/ ქ.ნ.ექიმო თქვენ ხომ კარგად იცით რომ პაციენტს აქვს მალაბსორბცია,რაც დადასტურებულია ქართველი და უცხოელი,მათ შორის ნობელიანტების მიერ.კარგად იცით რომ ის უმძიმესი ავადმყოფია.დღეს სახალხო დამცველის ექსპერტ – ექიმების ერთერთმა წარმომადგენელმა საყოველთაოდ ცნობილმა პროფესიონალმა,პროფესორმა გ.გრიგოლიამ პირდაპირ თქვა მ.სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო პერიოდში უკიდურესად დამძიმდა,კრიტიკულია.სახეზეა კუნთების სრული ატროფია,დაწყებულია ძვლების განლევა.ქ.ნ თამარ თქვენ ჭკვიანი სტაჟიანი ექიმი ხართ მე ეს კარგად ვიცი,მშვენივრად იცით,რომ მიშა არავითარ თვითდაზიანებას არ ეწევა,გულში ეთანხმებით ცნობილი ექსპერტების დასკვნებს,გთხოვთ და გირჩევთ ნუ გამოდიხართ დაკვეთილი ტექსტებით,.რაც შეეხება ინტერვიუს დროს ნათელია რომ ხელფეხს უხსნით სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადებაში.და ვნებთ პაციენტის ჯანმრთელობას და სიმართლის აღსრულებას.
ნუ გავიწყდებათ ცნობილი გამონათქვამი “არ ავნო.”ქ.ნ თამარ თქვენ ბრძანეთ რომ ჰომეოსტაზის განმეორებითი კვლევა ვერ მოახერხეთ მაღალი ფასის გამო?! გამაოგნებელი განაცხადია და ჩემთვის როგორც ექიმისთვის მიუღებელია.ექიმებო ნუ იფუჭებთ თქვენს საექიმო ავტორიტეტს.რაც არ უნდა იყოს თქვენზე პოლიტიკური ზეწოლა. დარჩით ექიმებად,
გირჩევთ როგორც კოლეგა, დამიჯერეთ!!!!!
და კიდევ ერთხელ და კატეგორიულად,ხომ ვერ უარყოფთ დიაგნოზს-კახექსიის უმძიმეს ტერმინალურ ფორმას,რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმაა.კრიტიკული მდგომარობაა.რეალობაა მალაბსორბციის არსებობა,ხელს ნუ უწყობთ სიკვდილით დასჯას .ბოლოს და მთავარი-მიშა მოწამლულია,რაც დიდი ალბათობით თავი და თავია მიშას ჯანმრთელობის ყველა პრობლემისა .ამაზე რატომ ხართ ჩუმად. მას სჭირდება სასწრაფო დეტოქსიკაცია,რაც საქართველოში არ კეთდება,არადა ამაზეა დამოკიდებული პრეზიდენტის სიცოცხლე,დრო მიდის, თქვენ კი რაღაც თვითდაზიანებაზე საუბრობთ და არჩევთ კახექსიის ეთიოპათოგენეზს.სირცხვილია“ – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.