2022 წლის მარტიდან, პარლამენტში პრეზიდენტის ბოლო ანგარიშის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნებას“ ლიდერების პოზიციებს შორის განსხვავება თანდათან ღრმავდებოდა და პიკს ე.წ. “აგენტების კანონის” განხილვისას მიაღწია.
პრეზიდენტის თავდაპირველი ფრთხილი მინიშნებები ერთ წელიწადში მკაფიოდ კრიტიკულ განცხადებებში გადაიზარდა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი შარშან, მარტში წარსდგა წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე, უკრაინაში ომი 19 დღის დაწყებული იყო.
ხელისუფლების ოპონენტები უკვე ლაპარაკობდნენ, რომ თბილისი უკრაინას არასაკმარის დახმარებას უწევს და ზედმეტად ხისტ განცხადებებს აკეთებს რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან არმიერთების შესახებ.
პრეზიდენტი, 2022 წლის 14 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შევიდა და უკრაინის ჰიმნის თანხლებით პარლამენტარებს მოუწოდა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი უკრაინაში დაღუპულებისთვის.
ერთ დროს მტკიცედ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებებს უყურადღებოდ არ ტოვებს „ქართულ ოცნება“. პასუხად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, სხვადასხვა დროს აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი არაადეკვატური განცხადებებით გამოირჩევა, ის მოექცა „რადიკალური ოპოზიციის“ წნეხის ქვეშ, მისი ქმედებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და იგი იმეორებს მტრების განცხადებებს.
2023 წლის 30 მარტს, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის წინა დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა:
“რაც ჩვენ [ამ ადამიანის არჩევისთვის] ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, რომ იტყვიან…”
რადიო თავისუფლება