ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ ხელისუფლება ,,სატანისტს” ეძებდა დასაჭერად და მიაგნო – ვახო სანაია

“ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ ხელისუფლება ,,სატანისტს” ეძებდა დასაჭერად და მიაგნო.

მაშინ, ღარიბაშვილის პარალელურად, კობახიძემ სახელისუფლებო დონეზე გამოიყენა რუსული ტერმინი ,,ლგბტ პროპაგანდა”, დღეს კი განაცხადა, დაკავებულს ორიენტაცია აქვს არეულიო.

თითქოს ჩვენ, მოქალაქეები, უნდა ვინტერესდებოდეთ, ვინ რა ორიენტაციისაა, ან რას ნიშნავს ორიენტაციის არევა, ან რატომ უნდა ვიცოდეთ, ვინმე რა ორიენტაციისა ან ვინმეს რა უფლებით უნდა განვსჯიდეთ ორიენტაციის მიხედვით. უნდა განსაჯოთო – გვითხრა. კომპრომატიაო – გვითხრა.

ერთი სიტყვით, სატანისტი გეი დავიჭირეთ, ფერადი თმით, გვარიც არა აქვს ქართული და დასავლეთის აგენტების აგენტიაო.

აი, ეს რუსული მოდელი წარმოგვიდგინეს – უკვე ოფიციალურად.

ამასთან, ამ 21 წლის ბიჭს, რომელიც ახლა ციხეშია და პასუხის გაცემას მოკლებულია, ოჯახში უძვრებიან და საშინელი მეთოდებით ებრძვიან.

გვეუბნებიან, მიდით აბა, დაიცავით. თუ დაიცავთ, მერე ჩვენ ამ ბიჭის დამცველებსაც ადვილად მიგაბამთ პროპაგანდასო.

სულ ესაა ამათი ვირეშმაკობა – ამ ჩმორების, საკუთარი თითებით რომ წააღებინეს უკან რუსული კანონი.

ყველაფერს იკადრებენ. ესაა რუსული მეთოდები. ყველას ყველაფერს დააბრალებენ, მოუგონებენ, ფაქტებს დაამახინჯებენ, ჭორებს გაუვრცელებენ, ადამიანების ფსიქოლოგიურად განადგურებას ეცდებიან, ტროლებსა და ბოტებს შეუსევენ, დასცინებენ. ორიენტაციაზე გააკეთებენ აქცენტს, თითქოს კომპრომატი იყოს ორიენტაცია. თითქოს ჩვენ დავინტერესდით ოდესმე, აქციაზე ჩვენ გვერდით მდგომი რა ორიენტაციისაა.

ან ჩვენ, საზოგადოება, ხელისუფლების ამ საძაგელ რუსულ ხრიკებს ფეხებზე დავიკიდებთ და დავიცავთ ერთმანეთს ან დავკომპლექსდებით, გავთითოკაცდებით, შედეგად წავაგებთ და ქვეყანა ჩაბარდება რუსეთს.”

– წერს ვახო სანაია სოცქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share