შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება:
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და სამთო კურორტებს;
- ბაღების, პროფსასწავლებლებსა და უნივერსტეტებს, რომელთა გახდნა 1-ელ მარტამდე არ იგეგმება;
- კომენდანტის საათის მოქმედება ქვეყანაში ისევ ძალაში რჩება, მინიმუმ პირველ მარტამდე, ან მის შემდეგაც, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე შეეზღუდებათ;
- ისევ უცნობია, როდის გაიხსნება თეატრები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს დახურეს.
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მუდმივად შეაფასებენ და შემდგომ გადაწყვეტილებებსაც შემსუბუქებასთან დაკავშირებით ამის შესაბამისად მიიღებენ.